01:56 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 18:43:40, 2019 ნახვა

ეკონომიკა
ესტონური მხარე ბიზნეს სექტორების დაახლოებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა „ესტონეთის წარმოების" (Enterprise Estonia) მმართველი საბჭოს ახლადდანიშნულ თავმჯდომარესთან ალო იავსკისთან და ორგანიზაციის განახლებულ მმართველ გუნდთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში „ესტონეთის წარმოებასთან" თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კონკრეტული გზები და ინიციატივები განიხილეს.

თეა ახვლედიანმა ესტონელ პარტნიორებს გააცნო საქართველოში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ნაბიჯები, ისაუბრა არსებულ საინვესტიციო გარემოზე და საქართველოს, როგორც ბიზნესის წარმოების რეგიონული ჰაბის მზარდ მნიშვნელობაზე. აგრეთვე, განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა და ეკონომიკის შემდგომი ზრდის მასტიმულირებელი მექანიზმები.

 შეხვედრისას, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას და მისი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პრიორიტეტის ფარგლებში, 2017 წლის მეორე ნახევარში ესტონეთში, ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების განხილვას.

 ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობის მნიშვნელობას. ესტონურმა მხარემ მიმოიხილა ესტონეთში ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის პრიორიტეტები და დაადასტურა მზადყოფნა გააღრმაოს საქართველოსთან თანამშრომლობა შესაბამისი მიმართულებებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics