|
2017-04-25 16:22:39, 2237 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესომბუდსმენის აპარატი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებს
ბიზნესომბუდსმენის აპარატი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებს. როგორც ჟურნალისტებს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ძნელაშვილმა განუცხადა, ზოგიერთი ცვლილება მათი საერთო ინიციატივაა. მისივე შეფასებით, ცვლილებები ბიზნესისთვის სასიკეთო იქნება და ხელსაყრელ პირობებს შექმნის. მან ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიმართულებით დაგეგმილ სამ ცვლილებაზე დეტალურად ისაუბრა: „პირველი ეხება გადასახადის თავის არიდებისთვის დაკისრებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზღვრის გაზრდას 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 0000-მდე გადასახადების დამალვისთვის პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება და იგი პასუხს აგებს მხოლოდ „საგადასახადო კოდექსით“. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო კიდევ ორ ისეთ მუხლს, რომელიც თავისი შინაარსით არის საგადასახადო სამართალდარღვევა. ნამდვილად სწორია და დროული, რომ ეს მუხლები ამოღებული იქნება „სისხლის სამართლის კოდექსიდან“. აღნიშნული მუხლები მდგომარეობს შემდეგში - 10 000 ლარის ზევით სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის არსებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უქმდება, ანუ პირი „საგადასახადო კოდექსით“ აგებს პასუხს. ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უქმდება არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების გარეშე საქონლის წარმოებისა და რეალიზაციისთვის. მოგეხსენებათ, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება შემოღებულია მინერალურ, მტკნარ და გაზიან წყლებზე. ბიზნესს ექნება საშუალება, აღნიშნულ კანონპროექტს უფრო დეტალურად გაეცნოს და მოგვაწოდოს თავიანთი პოზიციები. ბიზნესის მხრიდან ხშირად ისმებოდა აღნიშნული საკითხი, ვინიდან გაზრდლია ბრუნვების მოცულობა. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის 50 000 ლარიანი ზღვარი არის ძალიან ადრე დაწესებული. დღეს ბიზნესი უფრო მალე აღწევს 50 000 ლარიან ზღვარს, ვიდრე ადრე აღწევდა, შესაბამისად, მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უფრო მალე უწევთ. ბიზნესი ხშირად სვამდა ამ საკითხს, რომ ეს ზღვარი გაზრდილიყო. ეს არის გაზრდილი გონივრულ ფარგლებში - 100 000 ლარამდე არის პირველი ზღვარი, ხოლო 150 000 ლარამდე მეორე ზღვარი”, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, შეჩერებული მშენებლობების წახალისების მზინით დაწესებული საშეღავათო 3 წლიანი ვადა, დღგ-ს შეღავათით კიდევ 2 წლით, ანუ 2020 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელის განმარტებით, ცვლილების მიხედვით, ლუდზე აქციზის განაკვეთი მასში ალკოჰოლის მიხედვით დადგინდება. „ლუდზე აქციზის განაკვეთი დღეს დადგენილია ფიქსირებული განაკვეთით, ამიერიდან დადგენილი იქნება მასში ალკოჰოლის მიხედვით, რაც მეტს საშუალებას მისცემს კომპანიებს, მოქნილი საფასო პოლიტიკა იქონიან და ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით თვითონ არეგულირონ გადასახდელი გადასახადის ოდენობა. ასევე, აღნიშნული ცვლილებები ითვალსწინებს სტიქიური უბედურებების, მათ შორის, დაუძლეველი ძალის შედეგად დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის გამარტივებული წესის დადგენას. მოგეხსენებენათ, რომ ეს პრობლემური საკითხი იყო, როდესაც ხდებოდა ან ხანძარი, წყალდიდობა და განადგურება, ან დაკარგვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ბიზნესი ამ ფასეულობების ჩამოწერას ვერ ახერხებდა და უწევდა აღნიშნული გადასახადების გადახდა“, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)