2017-04-25 10:11:08, 2451 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.4100 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4100 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურისთ კი, მისი შეძენა 2.4038 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0062 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.6161 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.5718 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0443 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან