08:27 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 17:46:01, 1641 ნახვა

საზოგადოება
თურქეთის საელჩოსთან, სომეხთა სათვისტომოს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისში, თურქეთის საელჩოსთან  საქართველოს სომეხთა სათვისტომოს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მსვლელობაზე შეკრებილებმა 1915 წლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.  

აქციის მონაწილეები თურქეთის მხრიდან სომხეთის გენოციდის აღიარებასა და დაგმობას მოითხოვდნენ.  
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ 1915 წლის მოვლენები არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. 

შეგახსენებთ, რომ გენოციდის დასაწყისად 1915 წლის 24 აპრილი ითვლება, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა. გენოციდი განხორციელდა პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ. ის ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: შრომისუნარიან მამაკაცთა მკვლელობა და ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დეპორტაცია და სიკვდილი. დეპორტაციისას სომხები მოკლებულნი იყვნენ საჭმელსა და წყალს, პერიოდულად ადგილი ჰქონდა ძარცვას, გაუპატიურებასა და მკვლელობას. დაღუპულთა რიცხვი 1-დან 1,5 მილიონამდე მერყეობს.
სომხური მოსახლეობის განადგურება გრძელდებოდა 1918 წლის სექტემბრამდე. დანარჩენი ნაწილი გაიქცა ან გადაასახლეს მესოპოტამიაში, ლიბანში და სირიაში უდაბნოს გავლით, სადაც ბევრი მათგანი შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა. ერთ მილიონზე მეტი ლტოლვილი სომეხი გაიფანტა მთელ მსოფლიოში.

ცნობისთვის, 102 წლის წინ განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანებად შერაცხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics