2017-04-24 16:45:44, 2546 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4100 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურისთ კი, მისი შეძენა 2.4038 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0062 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ , 2.6161 ლარი ეღირება, დღემდე მისი ღირებულება 2.5718 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0443 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან