00:18 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 10:57:35, 1942 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ბანკმა ახალი ლოიალობის პროგრამა „ერთგული" შექმნა

თიბისი ბანკმა ახალი ლოიალობის პროგრამა და პლასტიკური ბარათი - „ერთგული" შექმნა. პირველად საქართველოში, „ერთგული" მომხმარებელს განვადების უმარტივეს გზას და დამატებით, ლოიალობის ქულებს სთავაზობს.  

„ერთგულით" განვადება შესაძლებელია წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ტერმინალით გადახდისას, „ერთგულის" პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში, ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას.

კერძოდ, თუ დღემდე მომხმარებელი განვადებას იყენებდა მხოლოდ ცალკეულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც ბანკის წარმომადგენელი აფორმებდა საჭირო დოკუმენტაციას, ხოლო მომხმარებელი ადგილზე ელოდა ბანკისგან დასტურის მიღებას განვადებაზე, ახლა უკვე ეს ბარიერი მოხსნილია. განვადება „ერთგული" ბარათით შესაძლებელია „ერთგულის" პარტნიორ ობიექტებში, თიბისი ბანკის ტერმინალით, ყოველგვარი პროცედურების და ლოდინის გარეშე.  

გარდა ამისა, მომხმარებელს ტრანზაქციების განხორციელებისას  ბარათზე ერთგული ქულები დაერიცხება, რომელთა განაღდება შესაძლებელი იქნება „ერთგულის" პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში.  

„ერთგულის" მსგავსი ფუნქციის ბარათი დღეს ბაზარზე არ არსებობს. მას რამდენიმე დატვირთვა აქვს:

  • ერთი მხრივ, ეს ნიშნავს განვადების ხელმისაწვდომობას იმ ობიექტებში, სადაც აქამდე განვადება არ იყო ხელმისაწვდომი, ეს შეიძლება იყოს ტანსაცმელი, პარფიუმერია, ტურისტული მომსახურება, საკვები პროდუქტები და ა.შ.
  • მეორე მხრივ, დამატებითი სარგებელი ქულების სახით, რომელთა განაღდება მომხმარებელს ნებისმიერ მომენტში შეუძლია „ერთგულის პარტნიორ" ობიექტებში თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათით..  

 „ერთგული" ბარათის აღება თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ან ონლაინ შეკვეთით შეიძლება ვებგვერდზე: https://ertguli.ge/ ამ გვერდზე ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინფორმაცია ბარათის მოხმარების წესებთან, და პირობებთან დაკავშირებით. აქვე მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია პარტნიორი ობიექტების, მიმდინარე შეთვაზებებისა და  აქციების შესახებ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics