00:18 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-23 14:25:39, 2188 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

საგადასახადო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინვესტიციების და ფისკალური რისკების მართვის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვიტორ გასპარის (Vitor Gaspar) შეხვედრისას.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტენდენციებზე, აგრეთვე იმ რეფორმებზე, რომლებსაც მთავრობა 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ახორციელებს.

პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც, მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში. მან ასევე პირისპირ შეხვედრები გამართა სხვა ქვეყნების ფინანსთა მინისტრებთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და პოტენციური ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებთან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics