|
2017-04-22 14:27:47, 2614 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი 25-ე პრეზიდენტის მოლოდინში
საფრანგეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. 23 აპრილს ქვეყანა რიგით 25-ე პრეზიდენტს აირჩევს. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები ორ ეტაპად იმართება. პირველი ტური 23 აპრილსაა დაგეგმილი. მასში მონაწილეობას 11 კანდიდატი მიიღებს, ხოლო მეორე ტურში, რომელიც 7 მაისს გაიმართება, პრეზიდენტის პოსტისთვის ორი ლიდერი კანდიდატი იბრძოლებს. არჩევნებში გამარჯვებულს ხმების 50%-ზე მეტი უნდა ჰქონდეს მიღებული. აღსანიშნავია, რომ თუ ხვალ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა, ტური ხელახლა ჩატარდება. "ექსპრესნიუსი" გთავაზობთ 5 წამყვანი კანდიდატის შესახებ ინფორმაციას - რა უნდა ვიცოდეთ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსებზე, რა გავლენა ექნება თითოეულს საფრანგეთის და მსოფლიო პოლიტიკაზე და როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება არჩევნების დასრულების შემდეგ.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მსოფლიო დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის არჩევას მოესწრო, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანა საფრანგეთს, შესაძლოა, ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი მოევლინოს ან ვინმე ისეთი, ვინც აქამდე არასოდეს ყოფილა არჩეული რაიმე თანამდებობაზე. ნამდვილად არის ისეთი შეგრძნება, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები, ამერიკის მსგავსად, ისეთ ცვლილებებს მოიტანს, რომლის სრულად წინასწარმეტყველებაც არავის შეეძლო. ამ ვითარებაში აშშ-სა და საფრანგეთს რამდენიმე მსგავსება აქვთ, მათ შორის საოცარი და სახიფათო კანდიდატები, კორუფციული ბრალდებები და შეცდომები. მოსახლეობამ შესაძლოა აირჩიოს ის კანდიდატი, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას დადებითად აფასებს და გამარჯვების შემთხვევაში "Brexit-ის განმეორებას" გეგმავს. ამ შემთხვევაში საუბარია "ნაციონალური ფრონტის" ლიდერზე მარინ ლე პენზე. საფრანგეთის მიერ ევროკავშირის დატოვება უფრო დიდი პოლიტიკური შოკი იქნება, ვიდრე Brexit-ი. თუმცა, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ფინალში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი გავლენ. დიდია ალბათობა, რომ მემარცხენე და კოსნერვატორი ამომრჩევლების გადმობირების ხარჯზე, მარკონი ლე პენს დაამარცხებს. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, დედამიწის მოსახლეობა ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას გადარჩენის წყაროდ აღიქვამს, სადაც შეიძლება, თავშესაფარი ჰპოვონ. იმიგრაცია, განსაკუთრებით ისლამური ქვეყნებიდან, შესაძლოა, ამ არჩევნების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა გახდეს. ზოგიერთ კანდიდატს სურს დრამატულად შეამციროს ქვეყანაში იმიგრანტთა შესვლა. ერთ-ერთ კანდიდატს კი ლეგალური იმიგრაციის დროებით აკრძალვაც სურს. გარდა მიგრაციისა, საფრანგეთის არჩევნები, მსოფლიო ეკონომიკურ ბაზარზეც აისახება. განსაკუთრებით, იმის ფონზე, რომ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს ქვეყანაში ევროს ვალუტის გაუქმებაც სურს. საბოლოო ვითარება გაირკვევა მას შემდეგ რაც საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელიც ივნისშია დაგეგმილი. აქ პარალელების გავლება საქართველოსთანაც შეიძლება. საფრანგეთის პრეზიდენტი ვერ მოახერხებს მართოს ქვეყანა სრული ძალაუფლებით, თუ პარლამენტში მისი პარტია საკმარისს მანდატს ვერ შეაგროვებს. მით უფრო ქვეყანაში ყველაზე დიდი უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს აკისრია. რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები, ცივილიზებულ სამყაროზე მას დიდი გავლენა ექნება.
ბელა არუთინოვი
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ფრანსუა ფიიონი - საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია და ხშირად თავისი კონსერვატიული პოლიტიკისათვის „ფრანგ ტეტჩერსაც“ ეძახიან. ერთ დროს ის წინასაარჩევნო გამოკითხვების ლიდერიც იყო, თუმცა შემდეგ აგორებულმა სკანდალმა მისი ოჯახის წევრების შესახებ, რომლებიც მალული სამსახურებიდან ხელფასებს იღებდნენ, მისი გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა. ფიიონს სურს გააუქმოს საფრანგეთში არსებული 35-საათიანი სამუშაო სისტემა, შეამციროს საზოგადოებრივი ხარჯები, გააუქმოს ჯანდაცვის გადასახადი და შეამციროს იმიგრაცია.
ჟან ლიუკ მელანშონი - „მემარცხენე ფრონტის“ პარტიას წარმოადგენს, რომელიც არალოიალურია ახალგაზრდებისა და ძველი რევოლუციონერების კოალიციის მიმართ. ის ცნობილია, როგორც "ფრანგი ბერნი სანდერსი". მიუხედავად იმისა, რომ კარგად გამოსდის საჯარო გამოსვლები, მისი რეიტინგი მერყეობს. მელანშონს სურს სახელფასო მინიმუმი და ქონების გადასახადი გაზარდოს. ასევე, უფრო მეტი გააკეთოს საფრანგეთის დაბალი ფენებისთვის.
ბენუა ამონი - არჩევნებზე სოციალისტური პარტიის მიერაა წარდგენილი და წინასაარჩევნო გამოკითხვებში, ხუთ მოწინავე კანდიდატს შორის ხვდება. მის პოლიტიკურ ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ იგი სოციალისტია საფრანგეთის ძალიან არაპოპულარული პრეზიდენტის — ასევე სოციალისტი ფრანსუა ოლანდის მმართველობისას. ოლანდი იმდენად არაპოპულარულია, რომ პრეზიდენტობისათვის მეორე ვადით ბრძოლაზე უარი განაცხადა. ამონს უპირობო საბაზისო შემოსავლების სისტემის შექმნა სურს. ასევე, უნდა მარიხუანას ლეგალიზება მოახდინოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)