|
2017-04-21 14:14:21, 742 ნახვა
რეგიონი
რეგიონის რეკლამირება 16 სამიზნე ქვეყანაში იწყება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იწყებს საზოგადოებისთვის განხოციელებული და დაგეგმილი პროექტების გაცნობას. პირველი შეხვედრა ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლებთან გაიმართა. დეპარტამენტის ცალკეული განყოფილებების უფროსებმა თავმჯდომარესთან ერთად ჟურნალისტებს გააცნეს თუ როგორ ემზადება დეპარტამენტი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის, რა ღონისძიებები ტარდება რეგიონში ტურისტების მოზიდვის, სერვისის გაუმჯობესებისა და მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების მიმართულებით. დეპარტამენტი პირველი კვარტლის ანგარიშის პრეზენტაციებს ტურისტული და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვისაც გეგმავს. აჭარის რეკლამირება მიმდინარე წელს, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირება 16 სამიზნე ქვეყანაში იწყება. ამას ემატება საქართველოს შიდა ბაზარიც. რეგიონს მედია და ინფოტურით უკვე სტუმრობდნენ უკრაინელი ჟურნალისტები და ირანული ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელები. წლის ბოლომდე კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებიდან 32 მედია და ინფო ტურის ორგანიზებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები გაეცნობიან. დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს პოპულარიზაცია 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია (ესტონეთი, ლიტვა, ისრაელი, გერმანია, ყაზახეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი, ბელარუსი, ლატვია). წლის ბოლომდე კი აჭარის რეკლამირება 7 საერთაშორისო გამოფენაზე იგეგმება. მიმდინარე წელს, ასევე იგეგმება რეგიონის 5 საიმიჯო კლიპის დამზადება, რომლებიც ალჯაზირას, ევრონიუსისა და სხვა საერთაშორისო ტელევიზიების ეთერში იტრიალებს. ვიდეო კლიპები ასევე გავრცელდება სამიზნე ქვეყნების ონლაინ სივრცეში. აჭარის შესახებ სარეკლამო სტატია გამოქვეყნდა ვიზიარის საბორტო ჟურნალში. სარეკლამო მასალების დაბეჭდვა ასევე იგეგმება 10-მდე სხვა საბორტო ჟურნალში. რეგიონში სერვისი გაუმჯობესება სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით უკვე ამოქმედდა პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“, რომლის ფარგლებში მაჭახელას ტურისტულ მარშრუტსა და ჩაქვში ფრინველებზე დაკვირვების ადგილებში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების 45 მეპატრონე გადამზადდა. მაისის შუა რიცხვებამდე კი საოჯახო-სასტუმრო სახლების საერთაშორისო სტანდარტებს ჯამში 200-მდე მფლობელი გაეცნობა. გარდა ამისა, მაისიდან იწყება ტრენინგები ბათუმში არსებული სასტუმროების, რესტორნების თანამშრომლებისა და გიდებისთვის. გრძელდება პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“. ამ ეტაპზე მიმდინარებოს რეგიტრაციის პროცესი. ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე კი აჭარაში დამატებით ახალი „რეკომენდებული“ სასტუმროები და კვების ობიექტები იქნება. ამ ეტაპზე რეგიონში 62 ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული ტურისტული ობიექტია. ხარისხის ნიშნის მინიჭება იგეგმება გიდებისთვისაც, რომლებსაც მაისში ტრენინგები ჩაუტარდებათ. შემდეგ კი მოხდება მათი ცოდნის შემოწმება. ზაფხულისთვის კი აჭარაში მთის, ქალაქის და დაცული ტერიტორიების „რეკომენდებული“გიდები იქნებიან. მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტები მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების მიზნით უკვე მიმდინარეობს 5 ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება და ძველი მარშრუტების განვითარება.
მაისიდან იწყება 60 გიდის გადამზადება მაჭახელას, დაცული ტერიტორიების, მაღალმთიანი აჭარისა და ქედის მიმართულებით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განაცხადების გადარჩევა. მაღალმთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით კი ტურისტული სააგენტოებისა და გიდებისთვის ინფოტურების ორგანიზება. ნაწილობრივ განახლდა და დამუშავების პროცესშია აჭარის რეგიონის ტურისტული საინფორმაციო მასალების დამუშავება-ბეჭდვა. ტურისტული პროდუქტების სააგენტო გასული წლის მსგავსად წელსაც ჩაატარებს ფრინველებზე დაკვირვებისა და სოფლის ტურიზმის ფესტივალებს. სტატისტიკა 2017 წელს, ასევე გრძელდება კვლევები და სტატისტიკა დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის მიმართულებით, რაც განთავსების არარეგისტრირებული სექტორის კვლევასა და შიდა ტურიზმის კვლევას ითვალისწინებს. 2017 წლისთვის სიახლეა რეგიონში არსებული რეგისტრირებული განთავსებისა და კვების ობიექტების აღწერა, რაც ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის ანალიტიკური კვლევისთვის. 2016 წელს, აჭარას ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით 1, 414 , 602 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით კი რეგიონში არსებულ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში 871 455 ტურისტმა დაისვენა. მათ შორის 472 861 შიდა, ხოლო 398 594 უცხოელი ტურისტი იყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ტურისტების სტატისტიკა რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემებსა და არარეგისტრირებული სექტორის კვლევას ეყრდნობა. ლიდერი ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: თურქეთი 78 965, რუსეთი 55 686, უკრაინა 45 239, ისრაელი 41 355, აზერბარჯანი 31 326 რეგისტრირებულ განთავსების ობიექტებში მყოფი ტურისტების სტატისტიკა არასრულია, რადგან აღნიშნული მონაცემები აჭარაში რეგისტრირებული საწოლი ადგილებიდან მხოლოდ 43%-ის მონაცემებს ასახავს. რაც ლოგიკურად ნიშნავს, რომ რეგიონში 871 455 -ზე გაცილებით მეტი ტურისტი ისვენებდა. (NS)
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ოცნებას კიდევ ერთხელ მიმართონ
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)