12:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 16:56:28, 2248 ნახვა

მსოფლიო
პეტერბურგის მეტროპოლიტენში განხორციელებული ტერაქტის დამკვეთის ვინაობა დადგენილია

რუსეთის სპეცსამსახურებმა პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს განხორციელებული ტერაქტის დამკვეთის ვინაობა დაადგინა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორზე, ალექსანდრ ბორტნიკოვზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბორტნიკოვი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამტკიცებს, რომ გამოძიება გრძელდება.

"ფაქტობრივად ვინაობა დადგენილია" - აღნიშნა ბორტნიკოვმა.

ცნობისთვის, 6 აპრილს პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი 8 პირი დააკავეს. 

ამასთან, 18 აპრილს მოსკოვში სამართალდამცველებმა პეტერბურგის მეტროპოლიტენში განხორციელებული ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორი აბრორ აზიმოვი დააკავეს. 

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს პეტერბურგის მეტროში აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 მგზავრი კი დაშავდა. რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics