|
2015-04-08 20:17:21, 505 ნახვა
სამხედრო
სწავლება I მსუბუქ ქვეით ბრიგადაში
საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატაიონის „ალფა“ ასეული ერთთვიან საველე მომზადებას გადის. დანაყოფის საბრძოლო მზადყოფნას და მომზადების დონეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლები შეამოწმებენ. ეს ის დანაყოფია, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში უნდა ჩაერთოს. საველე სწავლებების დროს მე-12 ბატაიონის „ალფა“ ასეულის 116 სამხედრო მოსამსახურე საერთო საჯარისო ტაქტიკის მიხედვით მოემზადება. წვრთნების ძირითადი ნაწილი პრაქტიკულ სავარჯიშოებს დაეთმობა. ჯარისკაცები ჩხრეკა-კორდონის, პატრულირების, შეტევით და თავდაცვითი ოპერაციებს განახორციელებენ. სამხედრო მოსამსახურეები საშტაბო, საინჟინრო და სამედიცინო მომზადებასაც გაივლიან. საველე სწავლება 1 აპრილს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება. შემდეგ ასეულის პირადი შემადგენლობა ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სწავლებაში „მაღალი დონის პარტნიორობა 2015“ (Noble Partner 2015) მიიღებს მონაწილეობას. ერთთვიანი მომზადების პროგრამა ამ ერთობლივი ქართულ-ამერიკული წვრთნებისთვის მომზადებასაც გულისხმობს. 2013 წლის აგვისტოდან დღემდე, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა სწავლებები როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში გაიარა. გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში ჩატარებული წვრთნები ნატოს ოპერატიული შესაძლებლობის კონცეფციის ფარგლებში მიმდინარეობდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონის შეფასება აშშ-ის “გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში“ (JMRC) განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)