22:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 10:56:47, 1883 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და წამყვან ეკონომისტს შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და წამყვან ეკონომისტს, პოლ რომერს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის პროექტების მიმდინარეობა, პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტს გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა წარმოადგენს. მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მმართველობის რეფორმაზე, აგრეთვე გადახდისუნარიანობის კანონმდებლობის შემუშავებაზე,  საპენსიო სქემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.

მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი პოლ რომერი დაინტერესდა საქართველოს მთავრობის რეფორმებით და გამოთქვა ინიციატივა, რათა პირადად მიიღოს მონაწილეობა მათი შემუშავების პროცესში.  აღნიშნული საკითხების უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია. 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ახალი, სამწლიანი პროგრამის დამტკიცების მნიშვნელობაზე.

მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი პოლ რომერი ავტორიტეტული რეიტინგის „ბიზნესის კეთების სიმარტივის" ჯგუფის ხელმძღვანელია. ამდენად, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგზე „ბიზნესის კეთების სიმარტივე".

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით მიიღო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და მსოფლიო ბანკი გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

პოლ რომერი მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ეკონომისტია, რომელიც თავის დროზე მოღვაწეობდა ნიუ-იორკისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში. რომერი არის ენდოგენური ზრდის თეორიის ფუძემდებელი.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics