|
2015-04-08 18:12:00, 442 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძის შეფასებით, ოპოზიცია ვალერიან ზუმბაძის საკითხთან დაკავშირებით სპეკულირებს
თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის შეფასებით, ოპოზიცია თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილ მოადგილე ვალერიან ზუმბაძის საკითხთან დაკავშირებით სპეკულირებს. მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ზუმბაძე თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. „ზუმბაძესთან დაკავშირებით ეს არის მორიგი ნიმუში, თუ როგორ სპეკულირებენ თემებზე ჩვენი ოპონენტები და მათთან დაკავშირებული სუბიექტები. ამ ადამიანმა თავად თქვა, რომ წავიდა, მერე თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს ადამიანი აღარ მუშაობს თავდაცვის უწყებაში. გუშინ გამოვაქვეყნეთ ბრძანება, რომ ის ნამდვილად აღარ მუშაობს, მემგონი დაიჯერებენ. შეიძლება კიდევ არ დაიჯერონ და დასვან კითხვები. ამ საკითხზე მინდა, რომ საუბარი დამთავრდეს. როცა ჩვენ რაღაცას ვამბობ, ამას პასუხისმგებლობა მოსდევს, პასუხისმგებლობას კი ჩვენ ვაცნობიერებთ“, - აღნიშნა ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)