|
2017-04-20 08:31:59, 2315 ნახვა
საზოგადოება
ქვეითი ინსპექტორები დღეიდან ნარჩენის დაყრის შემთხვევაში მოქალაქეებს დააჯარიმებენ
დღეიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ. ზედამხვედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები ქუჩების დაბინძურების კონტროლს 3 აპრილიდან აწარმოებენ, თუმცა პირველი ორი კვირის განმავლობაში, მათ გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ჰქონდა. ქვეითი ინსპექტორები მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებდნენ. თბილისში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები 50 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება. კერძოდ კი: 2 კგ-მდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით დაჯარიმდება. 2 კგ-ზე მეტი ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარის ჯარიმას გულისხმობს. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება - 50 ლარით დაჯარიმდება. თუმცა, მეპატრონეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ის დაბინძურებულ ტერიტორიას დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს. 5 ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს. 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარის ძარიმას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ჯარიმები სახიფათო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებასაც ან ნარჩენების შეგროვებას კონტეინერის გარეშეც მოიცავს. კონკრეტულად კი: ფიზიკური პირი - 400 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი -1000 ლარით. ცნობისთვის, „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით 20 ქვეითი ინსპექტორი იმუშავებს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)