2017-04-20 08:23:39, 2224 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.3963 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3963 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3824 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0139 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.5708 ლარი ღირს, დღემდე კი, მისი ღირებულება 2.5404 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0304 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან