18:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 14:20:46, 2011 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
სოსო ფხაკაძე: ეს პროგრამა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი იქნება

სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო ახალი სტრუქტურით გააგრძელებს საქმიანობას-ხდება სააგენტოს ტრანსფორმირება და ის იმუშავებს სახელწოდებით „აწარმოე საქართველოში“.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაციას  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ ბოლომდე აითვისოს  პოტენციალი, რადგან  არსებობს საინტერესო სავაჭრო ურთიერთობები და  გარიგებები რამოდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანასთან. ფხაკაძის შეფასებით, ეს პროგრამა ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი იქნება:

„პროექტი აწარმოე საქართველოში გამოდგა ძალიან წარმატებული პროექტი. დღეს მოისმინეთ პროექტის პრეზენტაცია, დაემატა რამოდენიმე კომპონენტი, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ ბოლომდე აითვისოს  პოტენციალი, რამეთუ არსებობს საინტერესო სავაჭრო ურთიერთობები და  სავაჭრო გარიგებები რამოდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანასთან, პირველ რიგში გამოვყოფდი ევროკავშირთან და არა მარტო.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ კომპონენტის დამატება, რომელიც მიმართულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვისაკენ საქართველოში და ყველაფერთან ერთად, ეს პროგრამა ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი იქნება მთლიანი ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია უფრო მეტი  სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მეტი ინვესტიციების მოსაზიდად ეკონომიკის შემდგომი  განვითარებისთვის“,-აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“  სამ კომპონენტს გააერთიანებს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტსა და ინვესტიციებს.  შესაბამისად,  განვითარდება ერთი ქოლგის ქვეშ სამი  დამოუკიდებელი ბრენდის სახით „აწარმოე საქართველოში-ბიზნესი“, „აწარმოე საქართველოში-ექსპორტი“ და „აწარმოე საქართველოში-ინვესტიცია“.

„აწარმოე საქართველოში-ბიზნესი“-ეს კომპონენტი მუშაობას გააგრძელებს მიკრო, მცირე და საშუალო კომპანიების მხარდასაჭერად ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით, ახალი ბიზნესის დაწყებისა და  არსებულის გაფართოება/დივერსიფიცირებისთვის. ეს კომპონენტი იქნება მაქსიმალურად დინამიური და განვითარდება ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამასთან, „აწარმოე საქართველოში“ ქმნის ფრონტ-ოფისს, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის მეწარმეებს, უფრო გაამარტივებს წვდომას ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებზე. ფრონტ-ოფისი იმუშავებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით-ეს იქნება  ბიზნესჰაბი, რომელიც  მეწარმეს  ბიზნესის დასაწყებად საჭირო სრულ სერვისს შესთავაზებს და საშუალებას მისცემს მას, დაზოგოს დრო და რესურსები. მოგვიანებით ფრონტ-ოფისი შეუერთდება ბიზნესსახლს და მის ბაზაზე გააგრძელებს ფუნქციონირებას.

„აწარმოე საქართველოში-ექსპორტი“-გაფორმებული, ან მოლაპარაკების პროცესში მყოფი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ქართული ექსპორტისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიან. შესაბამისად,  უმნიშვნელოვანესია ქართველ ექსპორტიორთა მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ ახალ ბაზრებზე გასვლა და იქ თავის დამკვიდრება.

ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულება აქამდეც სააგენტოს ნაწილი იყო, თუმცა დღეს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის დამოუკიდებელ კომპონენტად გამოიყოფა და მოხდება მისი თვისობრივად გაძლიერება. ეს კომპონენტი იქნება ერთგვარი  მედიატორი  ქართველ მეწარმეებსა და უცხოელ შემსყიდველებს შორის. გარდა ამისა, მისი მნიშვნელოვანი ფუნქცია  იქნება ქართველი  მეწარმეების  ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ  უცხოურ  ბაზრებზე შესვლა და თავის დამკვიდრება, ასევე საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და ცალკეულ შემთხვევებში, სხვა მეწარმეებთან ძალების გაერთიანება საერთაშორისო ასპარეზზე გასავლელად.

„აწარმოე საქართველოში-ინვესტიცია“-განახლებულ სააგენტოში ერთიანდება “Invest in Georgia“. აღნიშნული კომპონენტი გულისხმობს მჭიდრო ურთიერთობას უკვე არსებულ ინვესტორებთან და კონკრეტული პროექტების შეთავაზებას ახალი ინვესტორებისთვის. მისი ფუნქცია იქნება საქართველოს პოპულარიზაცია. ინვესტორებთან ურთიერთობა  გადავა ხარისხობრივად ახალ, გაუმჯობესებულ საფეხურზე, განვითარდება ინვესტორებისთვის საქმიანობის  დაწყების შემდგომი საკონსულტაციო მომსახურება.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, მუშაობას დაიწყებს კომერციული ატაშეების ინსტიტუტი. ისინი იქნებიან  საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური ელჩები, რომლებიც იმუშავებენ საქართველოს  საელჩოებში სხვადასხვა ქვეყნებში. კომერციული ატაშეების საშუალებით შესაძლებელი გახდება  საქართველოს  შესაძლებლობების გაცნობა უფრო მეტი პოტენციური  ინვესტორებისთვის, მეტი შემსყიდველის დაინტერესება ქართული საექსპორტო პროდუქტით და მეტი საერთაშორისო ბიზნესის შემოსვლა საქართველოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics