|
2017-04-19 13:42:18, 1586 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი სახალხო დამცველის აპარატის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დაარსების ოცი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. სუბარის განცხადებით, მისი ომბუდსმენად მუშაობის პერიოდში, სახალხო დამცველის ოფისი, პრაქტიკულად, ერთადერთი იმედი იყო უფლებადარღვეული ადამიანებისთვის. „საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად დაიბადა, კონსტიტუციასთან ერთად აიდგა ფეხი და დაიწყო ცხოვრება. მე არ ვიცი რა ჩანაფიქრი ჰქონდათ მაშინ, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ინსტიტუტი, მაგრამ დაფუძნების დღიდან, ეს ინსტიტუტი აღარავის ეკითხებოდა არც თავის უფლებამოსილებებსა და არც თავის გადაწყვეტილებებს. სახალხო დამცველის აპარატი თავად ქმნის თავის ისტორიას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია, რომელიც განუყოფელია ბოლო 20 წლის საქართველოს ისტორიისგან. სახალხო დამცველის აპარატმა ძალიან სერიოზული როლი შეასრულა დემოკრატიული სტანდარტის გაუმჯობესებაში. იცვლება დამოკიდებულება ინსტიტუტის მიმართაც,მაგალითად, როცა მე ვიყავი სახალხო დამცველი პარლამენტი სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სამი სიტყვით პასუხობდა - „მოისმინა და მიიღო ცნობად“. დღეს, ხდება სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინება და დარწმუნებული ვარ, რომ როლი, რომელსაც ეს ინსტიტუტი ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. კონფერენციის თემას „ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუცია და გამოწვევები“ წარმოადგენდა. (NS)
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)