|
2017-04-19 13:05:54, 1687 ნახვა
საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვის შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეკიპაჟის წევრებს შორის არიან რუსეთის 9, უკრაინის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე. „პანამის დროშის სატვირთო გემი Geroi Arsenala (8727604) შავ ზღვაში ჩაიძირა 2017 წლის 19 აპრილს, გამთენიისას. მიმდინარეობს მასშტაბური სამაშველო ოპერაცია. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ეკიპაჟის რამდენიმე წევრი არის უგზო-უკვლოდ დაკარგული. სამაშველო ოპერაციას აწარმოებს რუსეთის საგანგებო სიტაუციების სამინისტრო, ჩართულია 13 ერთეული მცურავი საშუალება. ნოვოროსისკის სამაშველო სამსახური ადასტურებს, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი, უკრაინის მოქალაქე გადარჩენილია, ხოლო ეკიპაჟის დანარჩენი წევრების ძებნა მიმდინარეობს. რუსეთის ზღვისა და საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს შორის არიან რუსეთის ცხრა, უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც ბოცმანია. გემი 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა საქართველოში, კერძოდ, ფოთის ნავსადგურში და მისი ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა. გემი თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) საკუთრებაა”, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)