|
2017-04-19 12:57:10, 833 ნახვა
რეგიონი
სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის კურსის მხარდაჭერით დაინტერესებულია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის კურსის მხარდაჭერით დაინტერესებულია, - ამის შესახევ სერგეი ლავროვმა ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს განაცხადა. "ჩვენ დაინტერესებულები ვართ თქვენ კურსს მხარი დავუჭიროთ. კურსს, რომლის თანახმადაც აფხაზეთის ყველა მოქალაქემ თავი დაცულად იგრძნოს და მისი უფლებები იყოს თანასწორი", - აღნიშნა ლავროვმა. ლავროვმა აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სტუმრობით მოხარულია. "მოხარული ვარ, რომ ისევ ვსტუმრობ აფხაზეთს. გუშინ, ვესტუმრეთ რუსეთის საელჩოს. ეს ნამდვილად სოხუმის ცენტრალური ადგილია და ასევე შექმნილია სრული კონფორტი ჩვენი თანამშრომლებისთვის. ის, რომ ჩვენ ასეთი მასშტაბის საელჩო გავხსენით აფხაზეთში, ჩვენი მეგობრული ურთიერთობების დამადასტურებელია", - დასძინა რუსეთის საგარეო მინისტრმა. ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების შესრულება“. "საელჩოს გახსნა, იმის დადასტურებაა, რომ აფხაზეთი და რუსეთი ურთიერთობებს ავითარებენ", - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)