2017-04-19 08:48:22, 2383 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.3824 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3824 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3896 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0072 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს 2.5404 ლარი ღირს, დღემდე კი, მისი ღირებულება 2.5418 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან