|
2015-04-08 16:59:11, 603 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე საჩხერის პოლიციის უფროსთან ნათესაურ კავშირს უარყოფს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე საჩხერის პოლიციის უფროსთან რეზო კობახიძესთან ნათესაურ კავშირს უარყოფს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რეზო კობახიძე მას შემდეგ გაიცნო, რაც პოლიციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. მანანა კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რეზო კობახიძემ საჩხერის პოლიციის შენობა დაცხრილა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გენისპექცია მოკვლელვას აწარმოებს. ხოლო დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, მან პასუხი უნდა აგოს. „ეს ინფორმცია რა თქმა უნდა ჩემამდე მოვიდა და გავიგე ამ ინცინდენტის შესახებ, რომელიც საჭიროებს გამოკვლევას. რამდენადაც ვიცი, გენინსპექცია უკვე აწარმოებს მოკვლევას. რა თქმა უნდა თუ მოხდა დანაშაული კანონით გათვალსიწნებული ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული. ვინც არ უნდა იყოს ის დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს. რაც შეეხება ნათესაობას, გეტყვით რომ რეზო კობახიძე ჩემი არავითარი ნათესავი არ არის. მე საერთოდ ბიძები ბიძაშვილები არ მყავს. ეს პირველმა რადიომ გაავრცელა, ის არის უბრალოდ მოგვარე. სიმარლე გითხრათ გავიცანი მას შემდეგ რაც ის საჩხერის პოლიციის უფროსად დაინიშნა. ეს იყო არჩევნების შემდეგ, ის მოვიდა და გამეცნო როგორც პოლიციის უფროსი. მხოლოდ მოგვარეები ვართ და არანაირი ნათესაური კავშირი არ არსებობს",- განცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)