|
2015-04-08 16:38:31, 271 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე ადასტურებს, რომ საფრანგეთში ვიზიტისას ირაკლი ალასანიას
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ადასტურებს, რომ საფრანგეთში ვიზიტისას მან მის წინამორბედს ირაკლი ალასანიას ნამდვილად დაურეკა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა, ხელშეკრულების გაფორმებას არ ითვალისწინებდა. "რაც შეეხება იმას, დავურეკე თუ არა თავდაცვის მინისტრს, კი, დავურეკე. იყო განცხადება, თითქოს მე შევცვალე ჩემი პოზიცია. დავურეკე, რომ გარკვეულიყო რაღაც პროცედურები. მინდა აღვნიშნო, რომ მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა, არანაირად არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების გაფორმებას. რაც შეეხება იმას, რომ მემორანდუმს ვადა ამოეწურა, ხელშეკრულება კი გაფორმებული არ არის, ამაზე მოდით, ნდობის ჯგუფში ვილაპარაკოთ. ჩემი რჩევა იქნება ამ ფორმატში ნაკლებად ვისაუბროთ ამ საკითხზე", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. თავდაცვის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვამ თავდაცვითუნარიანობის ამაღლების საკითხზე, რომელიც საფრანგეთში ირაკლი ალასანიას ვიზიტის ფარგლებში იყო განხილული, პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში ისაუბროს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)