13:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 14:44:11, 680 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბულვარში სააღდგომო ფესტივალი გაიმართება

20 აპრილს, 13:00 საათზე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით,  ბულვარის კოლონადებთან  საქველმოქმედო „სააღდგომო ფესტივალი" გაიმართება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საკონდიტრო კომპანიების მიერ მომზადებული სააღდგომო პასკები და სადღესასწაულო პროდუქცია,  საგამოფენო კუთხეები, თემატურად დატვირთული კანაპეები, სააღდგომო ნახატები და ხელნაკეთი ნივთები (გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია). 

მათივე ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ  საკონდიტრო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სადღესასწაულო პროდუქცია, კერძოდ: სააღდგომო პასკებისა და სხვადასხვა სახის ტკბილეული.

გამოფენაზე ასევე მოეწყობა სააღდგომო კვერცხების დეკორატიული მოხატვის მასტერ-კლასები და კონკურსები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საბავშვო ხელოვნების კერძო და სახელმწიფო სტუდიები.

ფესტივალი საზეიმო კონცერტით გაიხსება. ფესტივალზე ვოკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს შეასრულებენ: მუსიკოსი - ვაჟა ტუღუში; აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა და ქალთა ვოკალური ანსამბლები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები: "ხიხანი",  „ახალი თაობა", ხელვაჩაურის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი - "მაჭახელა";

საქველმოქმედო პროექტი "სააღდგომო ფესტივალი"  ტრადიციულ სახეს მიიღებს და ბათუმში ყოველწლიურად გაიმართება. ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები იქნებიან უმწეო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია ბავშვთა სახლსა და მოხუცებულთა თავშესაფარში დარიგდება. ფესტივალის ბოლოს ყველა მონაწილეს სააღდგომო საჩუქრები გადაეცემა.

ღონისძიების მონაწილეები: ჰიპერმარკეტი „გუდვილი", „ვილმარტი", საკონდიტრო კომპანიები:  „სვით ქეიქი" და „კარამელი",  პროფესიული კოლეჯები: „ბლექ სი" და  „ახალი ტალღა", ხელოვნების სტუდიები: "ანდამატი" აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა" „ხელმარჯვე თითები"  სკოლა-ლიცეუმი „მასტერკლასი" და ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ფესტივალის მხარდამჭერები: აჭარის მთავრობა, ქ. ბათუმის მერია და ა(ა)იპ "ბათუმის კულტურის ცენტრი".

დასწრება თავისუფალია.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics