|
2017-04-18 13:51:19, 2311 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: საქართველო როგორც ევროპული სახელმწიფო, აზიური ქვეყნებისთვის ევროპაში ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს
„დღეს საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით მონიჭებული განსაკუთრებული შესაძლებლობებით, წარმოადგენს ერთგვარ კარიბჭეს აზიური ქვეყნებისთვის ევროპაში და პირიქით“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყნის ამ ფუნქციის განვითარებას. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო ირანის თანამშრომლობას სატრანზიტო დერეფნის განვითარების მიმართულებით, როგორც სახმელეთო - სარკინიგზო, ასევე საზღვაო გადაზიდვების კუთხით. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დაინტერსებულია განავითაროს ეს მიმართულება და უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, რაც გამოიხატა სარკინიგზო გადაზიდვის ერთიან სატარიფო სისტემის დამკვიდრებაში. ჯანელიძე მიესალმა აზერბაიჯანი-ირანის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის დასრულებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გავლით აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირებას ზრდას ევროპის მიმართულებით. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ბიზნეს თანამშრომლობა დასახელდა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის პრიორიტეტულ მიმართულებად. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ მხრივ არსებულ დადებით დინამიკას, კერძოდ მიმდინარე წლის მხოლოდ 2 თვის მონაცემებით გასულ წელთან შედარებით ორმხრივი ვაჭრობა 50% -ით არის გაზრდილი, ირანული ინვესტიციების მოცულობა კი 90%-ით გაიზარდა. „ჩვენს ქვეყანაში არის ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი და საინვესტიციო გარემო, რასაც მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი წლის განმალობაში დაფიქსირდა ირანული ინვესტიციების 90%-იანი ზრდა საქართველოში. თუმცა პოტენციალი საკმაოდ დიდია და ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო შიმშილობა გამოაცხადა
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში გაემგზავრა
მთავრობის ადმინისტრაცია ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე - სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)