18:59 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 13:40:42, 1802 ნახვა

კომენტარი
მენაბდე: ხელისუფლებას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საპარლამენტო პროცედურების გამოყენებით ფინანსური პოლიტიკა შეცვალოს

კონსტიტუციური სამართლის ექსპერტის ვახუშტი მენაბდის შეფასებით, კონსტიტუციიდან 94-ე მუხლი ამოღებული უნდა იყოს.

როგორც მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროა, რომ ეს პოზიცია უმცირესობაშია.

„ეს აუცილებლად არ ნიშნავს გადასახადების აწევას, თუ მოქმედ მთავრობას არ სურს შეცვლოს სოციალური საგადასახადო და ფინანსური პოლიტიკა, ეს ამას არ განახორციელებს, მაგრამ ცხადია ეს ვერ შეუქმნის საფრთხეს ინვესტორებს, ვერ შექმნის შიშებს, ვინაიდან ამგვარი რეგულირება არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის. შესაბამისად,   არც ერთ  ქვეყანაში არაა მიბმული კანონმდებლობა და კონსტიტუციური სისტემა  ინვესტორების განწყობებზე და ზოგიერთ შემთხვევაში მათ ირაციონალურ შიშებზე. ფინანსურ პოლიტიკას  ახორციელებს ხელისუფლება და მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა საპარლამენტო პროცედურების გამოყენებით შეცვალოს ეს პოლიტიკა“,-აღნიშნა მენაბდემ.

ცნობისთვის, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში", საზოგადოების კვლევის ცენტრი,  ფრიდრიხ ებერტის  ფონდის მხარდაჭერით, კონფერენციას - ,,კონსტიტუციის 94-ე მუხლო და ეფექტური სახელმწიფო" მართავს. აღნიშნული ღონისძიება შეეხება საკონსტიტუციო ინიციატივას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას მოითხოვს. საკონსტიტუციო კომისიაში, აღნიშნული ჩანაწერის ამოღების მოთხოვნით, შესულია ორი ინიციატივა: პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" და საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ვაკო ნაცვლიშვილის.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან არსებული გადასახადების ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. ამავე ჩანაწერის თანახმად, ეს შეზღუდვები არ ვრცელდება აქციზის გადასახადზე.

პარტიის, ,,სოციალ-დემოკრატების საქართველოს განვითარებისთვის", საკონსტიტუციო ინიციატივაში ნათქვამია, რომ საგადასახადო განაკვეთები, სოციალური პასუხისმგებლობის განაწილებისა და სახელმწიფოს როლის შესახებ დისკუსია წარმოადგენს დასავლური პოლიტიკური სივრცის მთავარ განსახილველ საკითხს, საქართველოში ეს დისკუსია კონსტიტუციურად აკრძალულია. პარტიაში მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლი არსებითად ზღუდავს პარლამენტის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ქვეყნის განვითარების სტრატეგია და აზიანებს ინსტიტუციურ დემოკრატიას. მათივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერი უპრეცედენტოა და მას ანალოგი  სხვა ქვეყნების კონსტიტუციებში არ გააჩნია.

კონფერენციაზე მიწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics