|
2017-04-18 11:15:22, 2378 ნახვა
მსოფლიო
რეჯეპ ტაიფ ერდოღანი ეუთო-ს: იცოდეთ თქვენი ადგილი
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, "ეუთო-მ თავისი ადგილი უნდა იცოდეს", - ამი შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი ეუთო-ს კრიტიკას 16 აპრილს ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით არ მიესალმება. "პირველ რიგში იცოდეთ თქვენი ადგილი. ჩვენ ყურს არ ვუგდებთ, არ ვუყურებთ, არ ვიმჩნევთ, პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშებს, რომელსაც თქვენ ამზადებთ", - განაცხადა ერდორანმა ანკარაში მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლის დროს. პრეზიდენტის შეფასებით, "რეფერენდუმი ყველაზე დემოკრატიული არჩევნებია, რომელიც დასავლეთში ჩატარდა". რამდენიმე საათით ადრე ეუთო-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არატანაბარ პირობებში ჩატარდა. დამკვირვებლების შეფასებით, რეფერენდუმის ტექნიკური მხარე კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა ამომრჩევლებს არ მიაწოდეს მიუკერძოებელი ინფორმაცია რეფორმის ძირითად დებულებებზე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)