|
2017-04-18 11:04:45, 1797 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მტკიცედ დაგმოს რუსეთის ე.წ. პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს გახსნის გამო და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა. "უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი წარმომადგენლობის ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანხმობით. სხვა შემთხვევაში, ასეთი ქმედება წარმოადგენს, როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. რუსეთის ფედერაციის მცდელობები საერთაშორისო ურთიერთობების იმიტაციით მოახდინოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი ყოფნის ლეგალიზაცია ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და ასევე, საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს. უაღრესად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკასა და ვითარების სტაბილიზაციისათვის გადადგმულ კონსტრუქციულ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაცია პასუხობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ქმედებებით, რომლებიც უფრო მეტად ძაბავს არსებულ ვითარებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. "პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა" და წინ აღუდგეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ ხელყოფას. საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას ნებისმიერი საკითხის დიპლომატიურ სივრცეში განხილვისათვის და მოუწოდებს რუსეთის მხარეს კონსტრუქციული დიალოგისაკენ", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)