10:59 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 10:50:11, 2274 ნახვა

მსოფლიო
Reuters: დონალდ ტრამპმა რეჯეპ ტაიფ ერდოღანს რეფერენდუმის შედეგები ტელეფონით მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას, რეჯეფ ტაიფ ერდოღანს სატელეფონო საუბრის დროს ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგბი მიულოცა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა სირიაში არსებული ვითარებაც განიხილეს და ტრამპმა ერდოღანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Washington Post-ის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტში სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა მის შინაარსს არ აკონკრეტებენ. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 16 აპრილს რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის თანახმადაც მოსახლეობა მმართველობის მოდელს ირჩევდა. ამ დროისთვის თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების 99%-ია დათვლილი. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს 51,34 %, ხოლო წინააღმდეგია 48,66 %. 

ცნობისთვის, თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, სტამბოლში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics