|
2017-04-16 22:33:12, 1643 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს იმ დიდებას, რომელიც ყველას ასე გვენატრება
„მთელი სულითა და გულით ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს მართლმადიდებელთათვის - აღდგომას და საქართველოს, ყველა ოჯახს, გაძლიერებას ვუსურვებ“, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილი სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩაატარა. "ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად წელში გაიმართება და დაიბრუნებს იმ დიდებას, რომელიც ჩვენ ყველას ასე გვენატრება. პირველი ალბათ ის იქნება, რომ ჩვენ ერთმანეთის სიყვარულს დავიბრუნებთ და ერი გამთლიანდება. ერის გამთლიანების გარეშე ქვეყნის დიდება ვერ მიიღწევა",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა ასევე ისაუბრა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს ძირითად აქცენტებზე და აღნიშნა, რომ ეპისტოლეს ღერძი იყო პავლე მოციქულის სიტყვები - „სხვის დასანახად გაკეთებული სიკეთე ცოდვად იქცევა და სიმართლე, რაც არ უნდა მყარი იყოს, თუ ქედმაღლობით ვატარეთ, აუცილებლად დაიმსხვრევა". ყველა ჩვენგანი ისურვებდა, საქართველოს მიეღწიოს იმ მდგომარეობისთვის, როდესაც ერი და ბერი გაერთიანდება. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად აქეთ მივდივართ, რადგან ერისა და ბერის ერთიანობა იყო ყველაფერი კარგის საწინდარი საქართველოს ყველაზე ძლიერების ჟამს. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, აუცილებელი იქნება, ერი და ბერი გაერთიანდეს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, საზეიმო ლიტურგიას, პრემიერთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)