09:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-14 18:56:00, 2349 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის შემოსავალმა გასულ წელს 8.86 მილიონი რუსული რუბლი შეადგინა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შემოსავალმა 2016 წელს 8. 86 მილიონი რუსული რუბლი შეადგინა, - ამის შესახებ კრემლის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც BBC-ი წერს, აღნიშნული თანხა 155 ათასი დოლარის ექვივალენტია.

2015 წელს, პრეზიდენტის შემოსავალი 8.9 მილიონი რუბლი იყო. ამგვარად, წელს მისი შემოსავალი დაახლოებით 1%-ით შემცირდა. 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს პუტინის შემოსავლების ზრდა 16% იყო.

მედია საშუალების ინფორმაციით, პუტინის უძრავ ქონებას 1500კვ.მ მიწის ნაკვეთი, ორი ბინა  (77 კვ. მ და 153 კვ.მ)  ავტოფარეხი და ადგილი ავტოფარეხისთვის შეადგენს.

დეკლარაციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი რამდენიმე ავტომობილის მფლობელია: ორი „ვოლგა“, „ნივა“ და „სკიფი“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics