09:30 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-14 18:45:46, 2385 ნახვა

მსოფლიო
WikiLeaks-მა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შესახებ ახალი საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა

WikiLeaks-მა საიდუმლო დოკუმენტების ახალი ნაწილი,  Vault 7 გამოაქვეყნა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საიდუმლო დოკუმენტები ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ეკუთვნის.

საიტის თანამშრომლების ინფორმაციით, ახალი პუბლიკაციები 6 დოკუმენტისგან შედგება, რომელიც ჰაკერული პროგრამის შესახებ მოიპოვეს. ჰაკერული პროგრამა განკუთვნილია ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის სხვადასხვა მოწყობილობებიდან და ასევე სპეციფიური დავალებების განსახორციელებლად.

ეს პროგრამა ზიანს აყენებს ნებისმიერ მოწყობილობას, რომელზეც არის დამონტაჟებული. ამასთან, უცნობი იყო, რომ ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ეკუთვნოდა და ის ამ პროგრამას მოსახლეობის სათვალთვალოდ იყენებდა.

შეგახსენებთ, რომ Wikileaks-მა აღნიშნული სააგენტოს საიდუმლო დოკუმენტების პირველი ნაწილი 7 მარტს გამოაქვეყნა. მაშინ ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საიდუმლო დოკუმენტების დამატებით ნაწილებს პერმანენტულად გამოაქვეყნებდნენ. ასევე, აღსანიშნავია, რომ  ეს სადაზვერვო უწყების საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნების ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics