08:50 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 15:34:41, 539 ნახვა

ეკონომიკა
არჩილ ხაბაძე აჭარის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მთავრობის წევრები დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ აჭარის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას დაესწრნენ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებას პროექტების დეტალები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ გააცნო.

საუბარი უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ინვესტიციებს შეეხო. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 „2013-14 წელი ერთგვარი ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის ცამოყალიბების მოსამზადებელი პერიოდი იყო. მოგეხსენებათ 2015 წლიდან სამინისტროს დაგეგმილი აქვს და ახორციელებს გარე აქტივობებიც. მხედველობაში მაქვს ჩვენი პირველი ვიზიტი ასტანაში, სადაც ფორუმი „ასტანა-ბათუმი“ ჩავატარეთ. გასულ წელს ორი ფორუმი მოვასწარით, „ბაქო-ბათუმი“ და „კიევი - ბათუმი“. სამომავლოდ ბელორუსიაში და „მინსკი-ბათუმი“ ბიზნეს-ფორუმის ჩატარებას ვფირქობთ. ამ ფორუმების ჩატარების მიზანი არის ჩვენი პოტენციალი გავაცნოთ ჩვენს მეგობარ და მეზობელ ქვეყნებს. დამეგობრებულ ქალაქებსა და ქვეყნებში ვაკეთებთ იმ წარმატებული კომპანიების პრეზენტაციებს, რომლებიც მოგვყვებიან ამ ვიზიტებისას. ამით მათი ცნობადობის გაზრდა ხდება გარე ბაზრებზე .ბოლო ვიზიტი ძალიან პოზიტიური იყო . რამდენიმე ვიზიტი გვაქვს ამ წელს დაგეგმილი. მინდა გითხრათ რომ სხვადასხვა კომპანიებმა რომლებმაც გააკეთეს პრეზენტაციები შედეგი მიიღეს. დღევანდელი პრეზენტაციით გვინდა დავანახოთ მოსახლეობას, დაინტერესებულ მხარეებს არასამთავრობო სექტორს, ინვესტორებს, ბიზნესმენებს, დეველოპერებს, თუ რა გაკეთდა, რა კეთდება და რას ვაპირებთ მომავალში“, -განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ „რეგიონის საინვესტიციო პორთფელის ჯამური მოცულობა 1 754 500 000 აშშ დოლარია“.

აჭარის მთავრობის ინფრომაციით, ამ დროისთვის მიმდინარე პროექტებზე დაახლოებით 3 581 რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული. 2015-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 251 800 000 აშშ დოლარს შეადგენს. იგივე პროექტებიდან კი მხოლოდ 2015 წელს განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 366 200 000 აშშ. დოლარი იქნება. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა კი 502 700 000 აშშ დოლარია.

შეხვედრის ფარგლებში ასევე ბათუმის გმირთა ხეივნის ტერიტორიის განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. ხეივნისთვის განკუთვნილი 3 ჰა ტერიტორია 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად არის დაყოფილი,რომლის ათვისება ორ ეტაპად განხორციელდება. კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის საინვესტიციო განვითარების კონცეფციის მიზანია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების შექმნა, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება.

სასტუმრო „რედისონში“ შეხვედრა კითხვა პასუხის ფორმატით გაგრძელდა. რეგიონში დაგეგმილ ინვესტიციებთან დაკავშირებით მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა უპასუხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics