|
2017-04-13 15:52:40, 1711 ნახვა
საზოგადოება
ქართული ანბანის თემაზე შექმნილი ფოტონამუშევრები „თიბისი გალერეაში“ გამოიფინა
თიბისი გალერეამ გამოფენა „33-ს" უმასპინძლა, სადაც ფოტოგრაფ მარი ნაკანისა და მისი მოსწავლეების მიერ ანბანის თემატიკაზე შექმნილი 33 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ფოტოების კონცეფცია და ტექნიკური შესრულება 12-დან 17 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ქართული დამწერლობისა და ენის პოპულარიზაციაა. გამოფენა თიბისი ბანკმა პროექტ #წერექართულად ფარგლებში წარმოადგინა. #წერექართულად დედაენის დღესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე საინტერესო ინიციატივას უჭერს მხარს. პროექტის #წერექართულად ფარგლებში თიბის ბანკმა მხარი არაერთ სიახლეს დაუჭირა. მაგალითად, ჩატარდა ახალი ქართული შრიფტების კონკურსი „ქართული ა", გაიმართა ფონტების ინჟინერიის კურსები, გაციფრულდა ლექსიკონები, შეიქმნა მაიკროსოფტის სათარგმნი პლატფორმა. ყველა პროექტი უნიკალურია და თავის მხრივ, მიზნად ისახავს ქართული ენის პოპულარიზაციას, მის დაცვას ბარბარიზმებისგან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებას.
(R)
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)