|
2017-04-13 15:43:01, 839 ნახვა
რეგიონი
აჭარა კატოვიცეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინეს
აჭარის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჟამად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი კატოვიცეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე "Katowice International Fair - GLOB 2017" წარადგინა. მათივე ინფორმაციით, აჭარის სტენდთან პოლონელი ვიზიტორები რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ მომზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გაეცნენ და დეტალური ინფორმაცია მიიღეს აჭარაში მოგზაურობის შესაძლებლობების შესახებ. გამოფენაში დეპარტამენტი სილეზიის სავოევოდოს სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით შეხვდნენ პოლონეთის ტურიზმის პალატის თავმჯდომარესა და პალატის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის რეგიონს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებით არიან დაინტერესებულები. ისინი ასევე შეხვდნენ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსაც, რომლებიც საქართველო-პოლონეთის მიმართულებაზე გეგმავენ მუშაობას. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის პოლონეთი აქტიური ტურისტული ბაზარია, სადაც სარეკლამო კამპანები 2013 წლიდან ხორციელდება. წლის განმავლობაში დეპარტამენტის წარმომადგენლები აჭარას პოლონეთის სამ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე უწევენ პოპულარიზაციას. გასულ წელს, რეგიონს პოლონეთიდან 11 975 ტურისტი სტუმრობდა. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)