|
2017-04-13 15:17:28, 1878 ნახვა
საზოგადოება
მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილს ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან
მარჯანიშვილის თეატრში სახალხო არტისტ გივი ბერიკაშვილს ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან. ისინი სცენაზე სიტყვით გამოდიან და მსახიობთან გამოსამშვიდობებელ სიტყვას წარმოთქვამენ. პანაშვიდზე სიტყვით გამოვიდა გივი ბერიკაშვილის მეგობარი, სახალხო არტისტი კახი კავსაძე. კავსაძის თქმით, გივი იყო უდიდესი ადამიანი და ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი დანაკარგია. “გივი იყო ჩემი ძმა და მე ის ძალიან დამაკლდება. ის იყო უდიდესი ადამიანი, კიდევ უფრო დიდი მსახიობი. მე ის ძალიან დამაკლდება. არამარტო მე, არამედ მთელ საზოგადოებას”– განაცხადა კახი კავსაძემ. ცნობისთვის, გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი თითქმის დასრულდა. გარდაცვლილის ოჯახს კოლეგებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს. გივი ბერიკაშვილს 15:00 საათზე, საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. შეგახსენებთ, მსახიობი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)