10:13 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 14:07:04, 2345 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: სამ თვეში, წინა წელთან შედარებით, ბიუჯეტში 300 მილიონ ლარზე მეტია შესული

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით,  მიმდინარე წლის  სამ თვეში გასულ წელთან შედარებით, ბიუჯეტში 300 მილიონ ლარზე მეტია შესული.

მინისტრმა მედიასთან  სამი თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, ექსპორტის, იმპორტისა და შემოსავლების შესახებ ისაუბრა.

"ძალიან კარგი სტარტი გვაქვს წლის დასაწყისიდან. ორი თვის საშუალო გვაქვს 4.8% ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. 5.2% გვქონდა ეკონომიკური ზრდა იანვარში და შესაბამისად 4.4% გვქონდა თებერვალში. ძალიან კარგი რიცხვები გამოვიდა საგარეო ვაჭრობის. იანვარ-მარტში 30% გვაქვს გაზრდილი ექსპორტი, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, 15% არის გაზრდილი იმპორტი. ბიუჯეტის ძალიან კარგი შესრულება გვაქვს. 3 თვის საბიუჯეტო 152 მილიონით მეტი თანხა შემოვიდა დაგეგმილზე, ხოლო წინა წელთან შედარებით 300 მილიონზე მეტია შემოსული, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკა კარგად მუშაობს და საგადასახადო ადმინისტრირება თავის ადგილზეა“,-განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა
WSJ: ილონ მასკმა უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის შენელების ბრძანება გასცა
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics