14:50 - 20 Aug, 2026
|
2015-04-08 14:57:46, 537 ნახვა
პოლიტიკა
გივი თარგამაძე მინდია ჯანელიძეს მე-4 კლასის მოსწავლეს ადარებს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს მეოთხე კლასის მოსწავლეს ადარებს. ამის შესახებ თარგამაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მინდია ჯანელიძე ანგარიშს წარადგენს. „არ აქვს შეგრძნება რა თანამდებობაზეა, რამდენად მძიმე ფონი არსებობს, იმის გამო, რომ მან მოკლე პერიოდში მოახერხა და ძალიან ბევრი გაუგონარი განცხადება გააკეთა და საეჭვო ქმედებები განხორციელა სამინისტროში - ამ ყველაფერმა ძალიან მძიმე ფონი გამოიწვია. ის საუბრობს როგორც მე-4 კლასელი მოსწავლე. რაღაცას კითხულობს რაც ალბათ რეალობისგან სრულებით მოწყვეტილია.“ - განცხადა თარგამაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)