19:59 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 13:17:33, 2095 ნახვა

სამართალი
სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე გიგა შენგელიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დასრულდა

საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის 23 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ „კრწანისის" ტერიტორიაზე  გიგა შენგელიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

პროკურატურის ინფორმაციით, გიგა შენგელიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაასრულა.

უწყების ცნობით, გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული, გენეტიკური, კომისიური და კომპლექსური ექსპერტიზები, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

„ამავდროულად, გამოძიების ყველა ეტაპზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას ოჯახის წევრები ინფორმირებული იყვნენ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ისინი ასევე სრულად გაეცნენ საქმის მასალებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2016 წლის 23 ოქტომბერს, ღამის საათებში, გიგა შენგელიამ, ძმასთან - გიორგი შენგელიასთან და თანმხლებ პირთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით ფარულად შეაღწია წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის" ტერიტორიაზე, რაც შემჩნეული იქნა გუშაგის მიერ. „შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის N310 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლით მოუწოდა ხსენებულ პირებს შეჩერებისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც გუშაგმა ზემოაღნიშნული პირების მისამართით განახორციელა გასროლები, რასაც შედეგად  მოჰყვა გიგა შენგელიას გარდაცვალება.

ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ გუშაგი მოქმედებდა „შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის N310 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics