04:23 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 14:53:28, 335 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: შიდა ქართლს სახელმწიფოსგან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ომის კვალი ადვილად არ ქრება

ახალი პროექტის -„ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლს ესტუმრა.

პრემიერმა პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ პროექტმა რეგიონები უნდა განავითაროს და   იქ  მეტი სამუშაო ადგილის შექმნა უზრუნველყოს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს შიდა ქართლის  მიმართ განსაკუთრებული ვალდებულება აქვს.

"ეს არის კარგი საშუალება, რომ ერთმანეთს ღიად ვესაუბროთ პრობლემებზე, საკითხებზე, რომლებიც დროულად გადაწყვეტას საჭიროებს. ამიტომ, მთავრობის წევრებთან ერთად ვარ აქ ჩამოსული. ეს არის კარგი საშუალება, რომ ჩვენი ხედვა წარმოგიდგინოთ,თუ  როგორ გვესახება რეგიონების განვითარება. პროექტის მიზანია, გამოცოცხლდეს რეგიონები, ადგილობრივ წარმოებას შევწუყოთ ხელი და მეტი სამუშაო ადგილები შევქნათ, დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, რომ წელში გაიმართოს და გამოვაცოცხლოთ რეგიონები. შიდა ქართლის მიმართ განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს, სახელმწიფოს მხრიდან ამ რეგიონს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, რადან ომის კვალი ასე ადვილად არ გქრება, ის უბედურება, ის საშინელი ტრაგედია და სტრესი,  რაც ამ რეგიონის მოსახლეობამ გადაიტანა,  არის მძიმე და იარები მოუშუშებელია. პრობლემები არ არის ადვილად გადასალახი და ჩვენი მხრიდან უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შიდა ქართლი მაქსიმალურად მალე დადგეს ფეხზე. ვგრძნობთ იმ მოუგვარებლ პრობლემებს,  რომლებიც რეგიონებში არსებობს. ამ მიზნით ჩვენი მთავრი ამოცანაა, ფოკუსირებულად ვიმუშაოთ რეგიონების განვითარებაზე და დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics