|
2017-04-13 11:57:58, 2084 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარიამ ინდოეთის მთავრობას მუმბაი–ბანდარაბასის სატრანსპორტო დერეფანში საქართველოს ჩართულობის განხილვა შესთავაზა
ინდოეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ინდოეთის საზღვაო გადაზიდვების, საავტომობილო ტრანსპორტისა და მაგისტრალების მინისტრს ნითინ ჯაირამ გადკარსა და ინდოეთის რკინიგზის მინისტრს სურეშ პრაბჰუს შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირების შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. უწყების ინფორმაციით, გიორგი გახარიამ ინდოეთის მთავრობის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და ისაუბრა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის მნიშვნელობაზე. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, იყო ქართული მხარის დაინტერესება მუმბაი–ბანდარაბასის სატრანსპორტო დერეფანში ჩართვის შესახებ, რაც გულისხმობს მუმბაის ნავსადგურიდან ირანის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიების გავლით, ფოთის და ბათუმის ნავსადგურების გამოყენებით ტვირთების ევროპაში სწრაფ გადაზიდვას. ინდოეთის რკინიგზის სამინისტროს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოხატეს, რომ შეისწავლიან საქართველოს ჩართულობისა და ამ მიმართულებით სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობებს. გახარიამ სურვილი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის სარკინიგზო უწყებებს შორის ჩამოყალიბდეს ახლო ურთიერთობა და უკვე ტექნიკურ დონეზე მოხდეს მუმბაის კორიდორში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლოების განხილვა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ინტერესს და მონაწილეობას ახალი აბრეშუმის გზის სატრანსპორტო დერეფანში, სადაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს და აქტიურ კომუნიკაციაშია როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე ამ პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანასთან. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ დერეფანში უკვე წარმატებით განხორციელდა სატესტო მატარებლების ტრანზიტით შემოსვლა ჩინეთის პორტებიდან, რასაც მაქსიმუმ 14 დღე დაჭირდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება ერთიანი ტარიფების შესახებ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტვირთნაკადებს აღნიშნულ სატრანსპორტო დერეფანში. ინდოეთის რკინიგზის სამინისტროს წარმომადგენლებთან გიორგი გახარიამ ასევე ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი კიდევ უფრო გაზრდის როგორც აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის სარკინიგზო პოტენციალს, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას როგორც დროის, ასევე ფასების ნაწილში. (NS)
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)