|
2017-04-13 11:40:17, 1760 ნახვა
კომენტარი
მიხეილ გიორგაძე: ჯამურად, თვეში დაახლოებით 5-ჯერ მეტი თანხა გამოსდის ზურა ყიფშიძეს შემოსავალი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, გიორგი და ზურა ყიფშიძეებმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზურა ყიფშიძეს არა 400 ლარი, არამედ თვეში ხელფასის სახით, 5-ჯერ მეტი თანხა აქვს, რომელსაც ის მარჯანიშვილის თეატრისგან, თუმანიშვილის თეატრისგან და პირველი არხისგან იღებს: “ რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების ხელფასების შემცირებას, მსახიობებს ვგულისხმობ და ზოგადად თეატრებთან დაკავშირებულ სიტუაციას, არა მხოლოდ თეატრებს, ყველა სსიპს, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემაში შედის, მათ ბიუჯეტებთან მიმართებაში 10%-იანი შემცირება მოხდა. იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ სპეკულაცია, რომ სამინისტრო სხვის ხარჯზე ცდილობს ოპტიმიზაციის გაკეთებას, მოგახსენებთ, რომ ცენტრალურ აპარატს 20%-ით შეუმცირდა ბიუჯეტი. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეა ამბავი და ახლაც არ წყდება მღელვარება სოციალურ სფეროში და მთელი ეს თემა აწყობილი იყო ერთი კონკრეტული ადამიანის ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობის გარშემო. ეთერში ისიც ითქვა, რომ ის პრაქტიკულად 400 ლარიანი ხელფასის გამო შიმშილობს. ვწუხვარ, რომ კონკრეტულმა ადამიანზე მიწევს საუბარი და არა სისტემურ რეფორმაზე, ან საკითხზე, მაგრამ ყველანაირ ზღვარს გასცდა ის ამბავი, როდესაც პირდაპირ საზოგადოება შეცდომაში შეყავთ. არავითარ კონკრეტულ 400 ლარიან ხელფასზე, მითუმეტეს ყოველთვიურ შემოსავალზე საუბარი არ არის, ბატონი ზურაბი ბევრად მეტ ხელფას იღებს როგორც მარჯანიშვილის თეატრში, ისე თუმანიშვილის თეატრში, ის ასევე არის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი პირველ არხზე და უფრო მეტი ანაზღაურება აქვს ყოველთვიური, აღარაფერს ვამბობ ფონდი „ქართუს“ გრანტის მეშვეობით მიღებულ დახმარებაზე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს კერძო თანხაა და რატომ მითვლის სამინისტრო ამ თანხას, რა თქმა უნდა, ამას არ გითვლით, მაგრამ მინდა, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, მხოლოდ საბიუჯეტო თანხებს თუ განვიხილავთ, მარჯანიშვილის თეატრი, თუმანიშვილის თეატრი და პირველი არხი, სწორედ ის უწყებებია, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და შესაბამისი ანაზღაურება ბატონ ზურაბს აქვს. დაახლოებით 5-ჯერ მეტი თანხა გამოდის ჯამურად თვეში შემოსავალი. დიდი იმედი მაქვს, თავად ბატონი ზურაბი დაადასტურებს იმას, რასაც მე ვსაუბრობ“,-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)