02:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 11:15:58, 1660 ნახვა

საზოგადოება
პროექტი #წერექართულად დედაენის დღეს საინტერესო ტექნოლოგიური სიახლეებით აღნიშნავს

თქვენ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ 13 ახალი ქართული ფონტით, რომლებიც პროექტის #წერექართულად ფარგლებში გაციფრულდა.

კონკურსის  „ქართული ა" გამარჯვებული შრიფტები, რომლებიც ქართველმა დიზაინერებმა შექმნეს, უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია, როგორც მაიკროსოფტის საოფისე, ასევე სხვა პროფესიულ  პროგრამებში.

კონკურსმა „ქართული ა", რომელიც დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით  და თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, გამარჯვებულები 7 ნომინაციაში 2016 წლის ივნისში გამოავლინა.

კონკურსის პარალელურად, ჯეოლაბში მიმდინარეობდა ფონტების ინჟინერიის კურსები სადაც 30-მა მსურველმა სრულიად უფასოდ შეისწავლა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ქართული ფონტების შექმნა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებისთვის. 2 თვიანი ინტენსიური კურსის დასრულების შემდეგ, სწორედ მათ დაიწყეს მუშაობა კონკურსის „ქართული ა" გამარჯვებული ქართული შრიფტების გაციფრულებაზე.

ახალი ქართული ფონტები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ განახლებული ვებგვერდიდან წერექართულად.com (www.writeingeorgian.org). ვებგვერდიდან ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ქართველი დიზაინერების მიერ პროექტის #წერექართულად სიმბოლიკის გამოყენებით შექმნილი ახალი კოლექციები. აქვე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ელექტრონული წიგნების სახლის „საბას" წიგნებიც. 

პროექტი #წერექართულად დედაენის დღესთან დაკავშირებით კიდევ ერთ საინტერესო სიახლეს გთავაზობთ. ვებგვერდზე www.typegeorgian.ge ახალი ფონტების და „ძველი" საბეჭდი მანქანის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ ვინტაჟური წერილები შექმნათ და შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ში გააზიაროთ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics