|
2015-04-08 14:22:20, 327 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: გაზაფხულის ბოლოს საქართველოში ე.წ. ნატო-ს მუდმივი ჯგუფი გვეყოლება
თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიური მოქმედებები მიმდინარეობს, რათა საქართველოში ე.წ. ნატოს ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს დააკვირდება. ამის შესახებ ჯანელიძემ პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „ამ ჯგუფს ექნება სრული წვდომა და ხედვა პაკეტით გათვალისწინებულ ინიციატივების განხორიელების მიმდინარეობის შესახებ. ფაქტიურად ამ ჯგუფის დაკომპლექტების პროცესი უკვე დასრულებულია. ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს უკვე გამოთქმული აქვთ კონკრეტული ინიციატივები, ჩვენ უკვე ვიცით, რომელი ქვეყნის წევრები იქნებიან ნატო-ს ე.წ ჯგუფის შემადგენლობაში“, - აღნიშნა ჯანელიძემ. მისივე თქმით არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ყველა პროექტს თავისი ლიდერი ეყოლება. „95%-ით ჩვენ უკვე ვიცით, რომელი ქვეყანა გამოყოფს ლიდერს არსებითი პაკეტის ამა თუ იმ ინიციატივის განსახორციელებლად“, - განაცხადა ჯანელიძემ. მინისტრის ინფორმაციით, შემუშავებულია ასევე თითოეული პროექტის განხორციელების გეგმა. „ეს პროცესი საკმაოდ მოკლე ვადებში წარიმართა და ჩვენ დაახლოებით გაზაფხულის ბოლოს, მუდმივი ჯგუფი გვეყოლება საქართველოში, რომელიც იმპლემენტაციის პროცესს დააკვირდება“, - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)