2017-04-13 09:39:43, 2252 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი დღეს 2.3915 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3915 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.4097 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0182 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარდა. 1 ევრო დღეს, 2.5357 ლარი ღირს, დღემდე კი, მისი ღირებულება 2.5579 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0222 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან