2017-04-12 16:52:28, 2437 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში 1, ევროსთან კი, 2 თეთრით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3915 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4097 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0182 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარდა. 1 ევრო ხვალ, 2.5357 ლარი ეღირება, დღემდე კი, მისი ღირებულება 2.5579 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0222 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან