|
2017-04-12 16:48:42, 1640 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე სლოვაკ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვარშავაში, „ვიშეგრადის ოთხეულისა" და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც ორმხრივი შეხვედრა გამართა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მინისტრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც 2017 წლის 22 ნოემბერს არის დაგეგმილი. მათივე ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ სლოვაკ კოლეგას გააცნო ის მოლოდინები და პრიორიტეტები, რომელიც ქართულ მხარეს აქვს სამიტთან დაკავშირებით. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. მინისტრებმა ასევე მომავალში დაგეგმილ ორმხრივ ვიზიტებზე ისაუბრეს. მიროსლავ ლაიჩაკმა მიხეილ ჯანელიძეს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)