02:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 16:32:08, 1299 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონის სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა

ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო შეჯიბრი„წიგნიერი“ გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ ორგანიზებითა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ჩატარდა.

როგორც გასულ წელს, ახლაც შეჯიბრში პირველი ადგილი 32-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.

მათივე ინფორმაციით, გამარჯვებულებს საჩუქრად წიგნის მაღაზიის 150 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ ასევე მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები.

ინტელექტუალურ შეჯიბრში 22 საჯარო სკოლის 132 მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიება გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, რაიონის საჯარო სკოლებს შორის შეჯიბრი „წიგნიერი“მეორე წელია ტარდება და მომავალ წელსაც გაიმართება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics