|
2017-04-12 16:02:26, 1431 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის მუნიციპალური საავტომობილო ბაზის პრეზენტაციას დაესწრო
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო დიდ დიღომში, ახალი მუნიციპალური საავტომობილო ბაზის პრეზენტაციაში, რომელიც თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებულ შემადგენლობას მოემსახურება. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით 2016 წლიდან ახორციელებს თანამედროვე მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროექტს (,,თბილისის ავტობუსების პროექტი"), რომლის მიზანია ავტობუსების პარკის განახლება ევროსტანდარტების შესაბამისი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსებით. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, EBRD-ს და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდის (E5P) ყველა დონორს ფონდში შეტანილი წვლილისა და პროექტების მხარდაჭერისთვის და ასევე, მზაობისთვის მხარი დაუჭირონ საქართველოში ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტში 7 მლნ ევრო ევროკავშირის გრანტს წარმოადგენს, რაც არის საჩუქარი და ევროკავშირის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აღნიშნულ პროექტში. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ, EBRD-ის და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდის მხარდაჭერით, შეძლო თბილისისთვის ევროსტანდარტების შესაბამისი „MAN“ – ის 143 ავტობუსის შეძენა, რომლებიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და აღჭურვილია ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე ძრავებით, რაც შედარებით მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს და არის სრულიად უსაფრთხო. „აღნიშნული მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტის მხრივ და დარწმუნებული ვართ რომ გაზრდის თბილისში ურბანული ტრანსპორტის მობილობას, უსაფრთხოებას, კომფორტსა და ეფექტურობას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, “ეს არის შესაძლებლობა, რომ ქალაქში რეალურად დაიწყოს რეფორმები ტრანსპორტის მიმართულებით, რათა უფრო მეტად განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოხდეს ჩვენი მოსახლეობის უკეთესი ხარისხით მომსახურება.“ პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, თბილისის მერი დავით ნარმანია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი. ოფიციალური მისალმებების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა ავტობაზის მშენებარე ობიექტი დაათვალიერეს. 6 ჰა-ზე მდებარე ავტობაზის კომპლექსის მშენებლობა 13 მლნ ლარის ფარგლებში დაჯდება. ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი ობიექტების მშენებლობა: ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი და გაზგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ობიექტები. ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს. ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი, რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გეგმიურ შეკეთებას.
(NS)
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)