|
2017-04-12 15:28:47, 2321 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ დონბასსა და დანარჩენ უკრაინას შორის კედლის აშენების მომხრეა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ოკუპირებულ დონბასსა და დანარჩენ უკრაინას შორის კედლის აშენების მომხრეა. როგორც სააკაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად კიევში ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მომხრე ვარ, რომ აშენდეს დიდი კედელი ( არა იაცენიუკისებური, არამედ ნამდვილი) და დროებით გავემიჯნოთ დონბასის ოკუპირებულ ნაწილს, პარალელურად კი უკრაინის დანარჩენ ნაწილზე მოვახდინოთ კონცენტრაცია. აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მას შემდეგ რაც, დავამარცხებთ კორუფციას და სწრაფ განვითარებას დავიწყებთ. მაგრამ იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სწრაფად შევძლოთ, ცვლილებები პირველ რიგში კიევში უნდა განხორციელდეს", - აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა. შეგახსენებთ, რომ ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ 2014 წელს მოხდა. სწორედ დონბასი გახდა უკრანის რღვევის კატალიზატორი. ოფიციალური კიევი და საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმს უკრაინის ტერიტორიად აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)