2017-04-12 14:22:00, 2194 ნახვა
ეკონომიკა
აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2017 წლის 12 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მოთხოვნამ კი 69 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7,950 პროცენტით, მაქსიმალური 8.010 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.995 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 8.000 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან